იუჯი-ლიმესის მოსწავლეების წარმატება

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

იუჯი-ლიმესის მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია

Universalmeter
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველომ გამოაცხადა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით.

კონკურსის ნახევარფინალში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხვდა 36 პროექტი, სადაც 9 პროექტი წარმოადგინა იუჯი-ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის ცენტრის მე-4 დონის მოსწავლეებმა. თითოეული გუნდი წარდგა საკონკურსო კომიის წინაშე და მოახდინეს პროექტების პრეზენტაცია, რის შედეგადაც ფინალისთვის საქართველოს მასშტაბით შეირჩა მხოლოდ 10 პროექტი. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ფინალში გადასული ათი პროექტიდან 3 ინოვაციური პროექტი იუჯი-ლიმესი მოსწავლეების მიერ არის შექმნილი.

✔ Universalmeter – გიორგი ჯლანტიაშვილი,ბექა აბულაშვილი,ლაშა თელია
✔ InnArm – მარიამ გურჯიევი,დიმიტრი დიდმანიძე,ალეკო ფოცხიშილი
✔ ACS – დემეტრე კაჭკაჭიშილი, გიორგი კაჭკაჭიშილი

ეს არის ის მინიმალური შედეგი რაც იუჯი-ლიმესის მოსწავლეებს შეუძლიათ მიაღწიონ, რადგან ისინი ჯერ მხოლოდ 8-10 კლასის მოსწავლეები არიან და იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის და ელექტრონიკACSის ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ, მათი ინოვაციური იდეები მაქსიმალურად რეალიზებული იყოს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მიღწევებს აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ საერთაშორისო მეცნიერებთან თუ ორგანიზაციებთან, რაც დაეხმარებათ მათთან სამომავლო პარტნიორობის დამყარებასა და ცოდნის გამყარებაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ასახულია „საქართველო 2020“ სტრატეგიაშიც.

პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (Annual Innovation Summit), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ საჩუქრები, ხოლო პროექტში ჩართული ყველა გუნდი მიიღებს შეს
აბამის სერტიფიკატს.

 

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი