იუჯი-ლიმესის აკადემია

ისტორია

აკადემიის ისტორია

კომპანია ლიმესის გუნდმა დაიწყო სკოლის მოსწავლეებისთვის და სრულიად საქართველოსთვის ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან რობოტოტექნიკის, ელექტრონიკისა და პროგრამირების ათვისებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, რათა შემდგომში მათ გზა გაეხსნათ თვითგანვითარებისა და ახალი პერსპექტივებისაკენ. ეს პროგრამები ასევე მიზნად ისახავენ მოსწავლეებს შეაყვაროს ეს დარგი და გაუღვივოს მის მიმართ მზარდი ინტერესი.

ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური სასწავლო პროგრამაა შეიმეცნე ელექტრონიკა. სასწავლო პროგრამამ სტარტი 2013 წელს აიღო და 2014 წლამდე საგაკვეთილო პროცესი ლიმესის რობოტიკისა და ელექტრონიკის ლაბორატორიაში მიმდინარეობდა.

ამ დროის განმვალობაში სასწავლო პროგრამამ უამრავი ცვლილება განიცადა, დაიმსახურა საზოგადოების დიდი ინტერესი, რომელიც დღითი დღე იზრდებოდა. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოს უნივერსიტეტმა ( University of Georgia – UG ), რის შედაგადაც კომპანია ლიმესისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა საქართველოს უნივერსიტეტის ლიმესის რობოტიკისა და ელექტრონიკის აკადემია ( UG-LIMES ).

თქვენ უკვე იპოვეთ გზა, რომ შექმნათ, დაეხმარეთ სხვებს ამ გზის პოვნაში…

 

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი