UG-LIMES

განათლების ინოვაციური პროგრამები

პროგრამები

სადაო აღარ არის ის ფაქტი რომ მსოფლიო კლასის ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა მაღალი დონის საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე ტექნოლოგები და ინჟინრები. ასეთი დონის კადრების მოსამზადებლად აუცილებელია არსებობდეს ადეკვატური სასწავლო პროგრამები.

ამისათვის შეიქმნა იუჯი-ლიმესის რობოტოტექნიკის და ელექტრონიკის აკადემია, რომლის ბაზაზეც დაიწყო სქართველოში სრულიად ინოვაციური და უპრეცედენტო სასწავლო პროგრამების შექმნა და განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები და დამწყები სპეციალისტები დაეუფლებიან გამოყენებითი მეცნიერებების, ელექტრონიკისა და ელექტრული ინჟინერის ასათვისებლად საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. რათა შემდგომში მათ გაეხსნათ გზა თვითგანვითარებისა და ახალი პერსპექტივებისაკენ. იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ სასწავლო პროგრამებს მოსწავლეებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, როგორებიცაა:აღმოაჩინე-STEAM-სამყარო 1-2 კლასი, შეიმეცნე რობოტიკა 3-4 კლასი, რობოტიკა-ელექტრონიკა 5-6 კლასის, შეიმეცნე ელექტრონიკა 7-12 კლასის, შეიმეცნე ფიზიკა 8-10 კლასის, შეიმეცნე პროგრამირება 5-9 კლასის მოსწავლეებისთვის და შექმენი არდუინოსთან ერთად სტუდენტებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის. სასწავლო პროგრამის დაძლევა არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას, ის განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელსაც სურს ელექტრონიკის მაღალ დონეზე დაუფლება. იუჯი-ლიმესის გუნდი მუშაობს სხვა უნიკალურ სასწავლო პროგრამებზე, რომლებიც მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

 

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი