×

უიჯი-ლიმესის ლაბორატორა

შექმენი შენი ხელით

იუჯი-ლიმესში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლის სასწავლო კომფორტისა და განვითარებისათვის. ლაბორატორიაში შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტის შექმნა და განვითარება ელექტრონიკის, ელექტრული ინჟინერიის, რობოტიკის, ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში. იმისათვის რომ შეიქმნას მსოფლიო კლასის ინოვაციური პროდუქტი, საჭიროა მაღალი დონის საინჟინრო- კვლევითი უნარების მქონე ტექნოლოგები და ინჟინრები. ყოველივე ამას უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარეტბის შესაბამისი და ინოვაციური მიდგომებით გაძლიერებული სასწავლო პროგრამები. მათი დახმარებით ახალგაზრდები ეფექტურად ეუფლებიან პროგრამირების, რობოტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრული ინჟინერის ათვისებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.

ლაბორატორიაში განთავსებულია მაღალი დონის დანადგარები და ხელსაწყოები, მათ შორის CNC მანქანები, 3D პრინტერები, სარჩილავი მოწყობილობები, ლაბორატორიული კვების ბლოკები. ასევე ელექტრული გამზომი ხელსაწყოები, როგორიცაა ციფრული ოსცილოგრაფები, მულტიმეტრები, ლოგიკური ანალიზატორები, სიგნალის გენერატორები. ყოველივე ეს მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, რომ განახორციელოს ნებისმიერი საინჟინრო პროექტი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, პროტოტიპიდან მუშა მოწყობილობამდე. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს კონსულტაციას გაუწევენ აკადემიაში მოღვაწე წარმატებული, მსოფლიოში აღიარებულ ლაბორატორიებში, მათ შორის CERN-სა და PSI-ში მომუშავე გამოცდილი მენტორები.

იუჯი-ლიმესის ლაბორატორია მიზნად ისახავს მოსწავლეებს და სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ხელი შეუწყოს დარგის ათვისებაში და გაუღვივოს მზარდი ინტერესი მომავალი წარმატებული საქმიანობისაკენ.