×

აკადემიის ისტორია

შექმენი შენი ხელით

იუჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემიის დაარსების ისტორია იწყება 2013 წლიდან, როდესაც ახალგაზრდა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ინოვაციური პროდუქტების შექმნა, ადგილის რომელიც იქნებოდა ისეთი საგანმანათლებლო სივრცე სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროგრამირების, რობოტიკის, ელექტრონიკის, ელექტრული ინჟინერიის, ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა.

ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა გუნდა დაიწყო სკოლის მოსწავლეთათვის და სრულიად საქართველოსთვის ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია ფუნდამენტური სწავლების პრინციპზე. თითოეული სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიაზე, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს თეორიულ კომპონენტთან ერთად განავითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

2015 წელს კომპანია ახერხებს ახალი ინვესტიციის მოძიებას რის შემდეგაც შპს საქართველოს უნივერისტეტთან ფორმდება პარტნიორობის ხელშეკრულება, რამაც კიდევ უფრო გაამყარა კომპანიის პოზიციები და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი აკადემიის განვითარების.

2016 წლიდან იუჯი-ლიმესის აკადემია გახდა წამყვანი ამერიკული საგანმანათლებლო კომპანიების ELENCO ELECTRONICS და littleBits წარმომადგენელი საქართველოში, რაც როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვის, უდიდესი წარმატებაა.

იუჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემია 2017 წლიდან ახორციელებს რობოტექნიკისა და პროგრამირების სასწავლო პროგრამებს კერძო სკოლებში, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ არის აღიარებული როგორც „დამატებით სარეკომენდაციო საგნებად“. სკოლები სადაც აღნიშნული სასწავლო პროგრამები განხორციელდა არის : იუჯი-სკოლა, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი", მეექვსე საავტორო სკოლა, წმინდა ნინოს სახელობის მართმადიდებლური სკოლა, გიმნაზია ,,შავნაბადა''.

2019 წლიდან აკადემია გახდა wro-association-ის წევრი, რაც ნიშნავს იმას რომ 2020 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა საქართველოში. გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან WRO-ს ფინალზე. https://wro-association.org/

2020 წლიდან იუჯი-ლიმესის აკადემის თითოეული სასწავლო კურსის სერთიფიკატები და აკადემიის დიპლომი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

იუჯი-ლიმესის აკადემის გუნდი მუდმივად ზრუნავს შექმნას სწავლებისა და სწავლისთვის სასიამოვნო, კომფორტული გარემო. ამისათვის აკადემია იყენებს UG-სკოლის და საქართველოს უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებო სივრცეებს რომელიც აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ლაბორატორიებით.

ჩვენ ვითვალისწინებთ თანამედროვე მოსწავლის ფსიქოლოგიას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას და ვცდილობთ შემეცნებითი პროცესი თითოეული მოსწავლისათვის იყოს ინდივიდუალური განვითარების პლატფორმა, სადაც მოსწავლეს უნიკალური საშუალება აქვს მოახდინოს თეორიული და ლაბორატორიული სამუშაოების სინთეზი.