×

შეთავაზება სკოლებისთვის

შექმენი შენი ხელით

UG-LIMES აკადემია საჯარო და კერძო სკოლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგონ ინოვაციური სასწავლო პროგრამები STEM მიმართულებით და შექმნან შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება.

STEM ლაბორატორია
თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და ინფრასტურქტურით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც განთავსებულია: 3D პრინტერი,ყველა საჭირო ელექტრული და ციფრული კომპონენტი, პროგრამირებადი დაფები, ARM  და AVR ტიპის კონტროლერები,სხვადასხვა სასწავლო პლათფორმები: Elenco, mBot, LEGO და სხვა ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა შექმნან ვირტუალური თუ რეალური მოდელები და პროტოტიპები. შედეგად, ისინი შეძლებენ განივითარონ 21-ე საუკუნის უნარჩვევები და სასკოლო სივრცეში ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კლუბი
UG-LIMES აკადემია სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი სკოლის ბაზაზე გაწევრიანდნენ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კლუბში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გამომგონეებელთა კონკურსებში. აკადემიის მენტორები დაეხმარებიან კლუბის წევრებს იდეების ჩამოყალიბებაში, პროტოტიპირებასა და პროექტების სრულად განხორციელებაში. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსებში, როგორიცაა : „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“, ასევე საერთაშორისო კონკურსებში: (IYPT) ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი, მსოფილიო რობოტიკის ოლიმპიადა და სხვა.

რობოტექნიკის გაკვეთილები
UG-LIMES აკადემიის გუნდი 7 წელზე მეტია ქმნის სხვადასხვა ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, რომელიც თანამედროვე განათლების განუყოფელ
ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ასეთი სასწავლო პროგრამაა რობოტექნიკა, რომელიც მოიცავს როგორც დაწყებით, საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეებითვის (I–XI კლასებისთვის). თითოეული გაკვეთილი გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით და დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, სადაც მოსწავლე მულტიდისციპლინარული მიდგომის საშუალებით ივითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ეხებიან განსხვავებული შინაარსისა და სირთულის დავალებებს; თითოეული მოსწავლე თავისი ხელით აწყობს პროექტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდებათ ინფორმაცია ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და სხვა მეცნიერებების შესახებ. ისინი წყვეტენ სხვადასხვა პრაქტიკულ და ლოგიკურ პრობლემებს, რაც ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უზრუნველყოფს. ყოველი მოსწავლე აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით. პროგრამა წლების განმავლობაში აპრობირებულია და წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა კერძო სკოლებში: UG School/იუჯი სკოლა, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა/Georgian-American HS, სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი, მეექვსე საავტორო სკოლა და სხვა. I-III კლასებისთვის - „აღმოაჩინე STEAM სამყარო“(მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა).
IV – VI კლასებისთვის - „შეიმეცნე რობოტიკა“(კურსი დაფუძნებულია /ELENCO- learn by doing/ საგანმანათლებლო პლატფორმაზე).
VII – IX - კლასებისთვის - „ანალოგური და ციფრული ელექტრონიკა“(კურსი მოიცავს ფიზიკის ელექტროობის ნაწილს, ელექტრონიკის შესავალსა და მიკროჩიპების გამოყენებაზე დაფუძნებულ სწავლებას).
X-XI - კლასელებისთვის - „მიკროკონტროლერების პროგრამირება“(კურსი დაფუძნებულია ARDUINO-ს პლათფორმის გამოყენებაზე).

*დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ UG-LIMES ადმინისტრაციას: (995) 579 670 670

პროგრამირების გაკვეთილები
აკადემია სკოლებს სთავაზობს პროგრამირების გაკვეთილებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს
შეაყვაროს ლოგიკური ამოცანები, მათი კომპიუტერულად ამოხსნის მეთოდები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა, სადაც სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. V-VI კლასებისთვის - ბლოკებით პროგრამირება (scratch) V-VI კლასებისთვის-შესავალი პროგრამირებში (Python) VII – IX კლასებისთვის - შესავალი პროგრამირებში, ალგორითმები ( C++) VII -IX კლასებისთვის - ვებ პროგრამირება-1 (front end) - (html, css, JS) IX – XII კლასებისთვი - ვებ პროგრამირება-2 (back end) - (php, C#, MySQL) IX – XII კლასებისთვის - თამაშების პროგრამირება (Unity, C#) IX – XII კლასელებისთვის - Mobile Development (ANDROID , IOS)
*დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ UG-LIMES ადმინისტრაციას: (995) 579 670 670

STEM ფესტივალი
ჩვენი გუნდი სკოლებს სთავაზობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფესტივალის (პიკნიკის) ორგანიზებას ან მონაწილეობის მიღებას, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებით ნასწავლი მასალის გამოყენებით სახალისო ექსპერიმენტებს. STEM ფესტივალისთვის მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარებიან აკადემიის ინსტრუქტორები, ასევე საფესტივალო ინფრასტრუქტურის შექმნასა და ორგანიზებაში (კარვები, ბანერები, სივრცის მოწყობა და დიზაინი) ჩართული იქნებიან აკადემიის წარმომადგენლები. STEM ფესტივალი შეიძლება ჩაითვალოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წლის შემაჯამებელ აქტივობად, სადაც მოსწავლეები წარადგენენ წლის განმავლობაში შექმნილ სხვადასხვა კომპლექსურ დავალებებს და პროექტებს.
*დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ UG-LIMES ადმინისტრაციას: (995)579 670 670