×

WordPress - ონლაინ კურსი

14 - 108 წელი

იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემია გთავაზობთონლაინ სასწავლო კურსს ვებ პროგრამირების მიმართულებით, რომელიც მოქცემთ საშუალებას მიიღოთ საფუძვლიანი ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკა. WordPress კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და შესაბამისად კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ვებგვერდების შექმნას, საკუთარი ან სხივის აწყობილი საიტების ადმინისტრირებას და მათში ტექნიკური სახის ცვლილებების შეტანას. ეს კურსი განკუთვნილია თითქმის ყველა ასაკის ადამინისთვის, რომელიც დაინტერესებულია მინიმალურ დროში შეისწავლოს ვებ გვერდების შექმნა/ადმინისტრირება (მინიმალური ასაკი 14 წლიდან).

WordPress კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს საკუთარი ცოდნით შექმნას ან მართოს ვებგვერდი კომპანიისთვის, საკუთარი ბიზნესისთვის ააწყოს საინფორმაციო/კომერციული ხასიათის საიტი, შექმნას საკუთარი ონლაინ მაღაზია, ბლოგი, პორტფოლიო, სასწავლო პლატფორმა და სხვა.

გაკვეთილები არის პრაქტიკული ხასიათის, რაც გულისხმობს ყოველი ახალი თემის ახსნისთანავე მის პრაქტიკაში გადატანას.

პრაქტიკული სწავლება ამარტივებს საკითხის გაგებას და ამცირებს მის შესასრულებლად საჭირო ოპერაციების დამახსოვრების დროს.

აკადემიაში სწავლის პროცესი გრძელდება 3 თვე. ყოველი თვის ბოლოს ტარდება შემაჯამებელი გაკვეთილი.

კურსის ბოლოს მსმენელს შეეძლება:
  • wordpress-ის ძრავის ფუნქციონირების პრინციპები;
  • wordpress-ის ძრავზე შექმნილი საიტის ადმინისტრირება, მართვა;
  • wordpress-ის გამოყენებით სხვადასხვა სირთულის ვებგვერდის შექმნა
  • ვორდპრესის ძრავთან მუშაობა, SQL მონაცემთა ბაზის შექმნა, ინსტალაცია, ოპტიმიზაცია, დებაგინგი. Cpanel -ზე ნავიგაცია და ძირითადი მახასიათებლების ცოდნა
  • wordpress-ზე თემების ინსტალაცია, მოდიფიკაცია, დემოს შემოტანა და ცვლილებების შეტანა
  • ფლაგინების, ჩადგმების ინსტალაცია, მოდიფიკაცია
  • საიტის ფუნქციონირებისათვის საჭირო უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები
  • Embed iframe კოდებთან მუშაობა;
  • HTML5
  • CSS3
  • დამოუკიდებლად განვითარების უნარ-ჩვევები

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა სერთიფიკატი. მსმენელს ჩაუტარდებათ კვირაში 2 ლექცია Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, რომელიც გრძელდება 2 საათი;

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:
  • შაბათი/კვირა - 10:00-12:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 12:00-14:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 14:00-16:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-18:00 სთ

სწავლის ყოველთვიური საფასურია: 200 ლარი

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;