×

თამაშების პროგრამირება
Game Development

VIII-XI კლასი

იუჯი-ლიმესის აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურს - “Game Development” რომელიც განკუთვნილია ,მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის.
ყველა გაკვეთილი თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და თამაშების შექმნისთვის საჭირო პროგრამულ ძრავებზეა დაფუძნებული. ყოველი ახალი თემა იხსნება სადემონსტრაციო მაგალითით, რომელსაც ლექტორი ჩაატარებს. ამის გარდა მოსწავლეები როგორც დამოუკიდებლად ისე ჯგუფურად იმუშავებენ თამაშის შექმნაზე. რეალურ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები განივითარებენ ლოგიკურ აზროვნებას და კვლევით უნარებ ჩვევებს, მიიღებენ თამაშის შექმნისთვის აუცილებელ ცოდნასა და გამოცდილებას. ეს ყველაფერი მათ საგრძნობლად გაუადვილებთ საკითხის შინაარსის გაგებას და სამომავლოდ შეძლებენ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.

აკადემიაში სწავლის პროცესი გრძელდება 8 თვე. ყოველი თვის ბოლოს ტარდება შემაჯამებელი გაკვეთილი რაც მშობელს ეფექტური მონიტორინგის საშუალებას აძლევს და მოსწავლისთვის თვითგანვითარებისა და თვითშეფასების ინდიკატორია.

პირველ წელს კურსში შეისწავლება:
  • Game Development_ის საწყისები,
  • პროგრამირების ენა C#,
  • UnityEngine3D,

დეტალურად:
  • 2D ობიექტების მოძრაობა
  • 2D ანიმაციები
  • Unity_ის ფიზიკა სხვადასხვა ობიექტებისთვის ვარდნის იმიტაციის შესაქმნელად
  • კოლაიდერები
  • ტრიგერები
  • UI ელემენტები(თამაშის მენიუს და პანელების შესაქმნელად)
  • 2D თამაშის შექმნა
  • ჩექპოინტების სისტემა
  • Prefab

კურსის ბოლოს მსმენელს შეეძლება:
* შექმნას კონკურენტუნარიანი 2D თამაში და მისი ძირითადი ელემენტები:
* პერსონაჟის კონტროლი – სიარული, სირბილი, ახტომა, იარაღის სროლა.
* შეგროვებადი ნივთები და მათი მოქმედებაში მოყვანა – ბონუსები
* ცოცხალი დაბრკოლებების მართვა – მტრები და მათი ქცევის მარტივი მოდელი, მტრების სხვადასხვა ტიპები, მფრინავი, მოსიარულე.
* არაცოცხალი დაბრკოლებები, დამხმარე ობიექტები და მათი ურთიერთქმედება მოთამაშესთან – ეკლები, წყალი, ვარდნადი ობიექტები, მოძრავი პლატფორმები და ა.შ.
* სამომხმარებლო ინტერფეისი – ინტერაქტიული მენიუები, სხვადასხვა ინტერფეისის დაკავშირება თამაშის ძირითად სცენართან.

მეორე წელს კურსში შეისწავლება:
  • პროგრამირების ენა C# სიღრმისეულად,
  • 3D ობიექტები,
  • 3D ობიექტების მოძრაობა, ერთმანეთთან ურთიერთქმედება
  • 3D ფიზიკა
  • მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი თამაშების შექმნა(Android/IOS)
  • პროექტის საინსტალაციო ფაილად გამოტანა
  • მობილურის სენსორებიდან ინფორმაციის ამოღება და თამაშში გამოყენება.

კურსის ბოლოს მსმენელს შეეძლება:
* შექმნას კონკურენტუნარიანი 3D თამაში და მისი ძირითადი ელემენტები:
* 3D პერსონაჟის კონტროლი – სიარული, სირბილი, ახტომა, იარაღის სროლა.
* თამაშის მობილური ვერსიის შექმნა და დაინსტალირება სხვადასხვა მოწყობილობებზე.
* თამაშის არქიტექტურის აგება.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 8 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 1 გაკვეთილი, რომელიც გრძელდება 2 საათი;

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:
სწავლის ყოველთვიური საფასურია: 125 ლარი
  • შაბათი/კვირა - 10:00-12:00სთ
  • შაბათი/კვირა - 12:00-14:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 14:00-16:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-18:00 სთ

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;