×

ფიზიკა

VII-X კლასი



იუჯი-ლიმესის აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურს - „ფიზიკა“ რომელიც განკუთვნილია მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის. სასწავლო პროგრამა შედგება 4 ნაწილისგან, თითოეული ნაწილისთვის განკუთვნილია ერთი სასწავლო წელი.   ყველა   გაკვეთილი თანამედროვე კომპიუტერულ სიმულაციებსა და ლაბორატორიულ სამუშაოებზეა დაფუძნებული.  ყოველი ახალი თემა იხსნება სადემონსტრაციო ექსპერიმენტებით რომელსაც მასწავლებელი ჩაატარებს, ამის გარდა  მოსწავლეები როგორც დამოუკიდებლად ისე ჯგუფურად ჩაატარებენ ლაბორატორიულ ცდებს, თანამედროვე სენსორებით აღჭურვილ ლაბორატორიაში. ექსპერიმენტებზე დაკვირვებისა და შედეგების ანალიზით მოსწავლეები განივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას და კვლევით უნარებ ჩვევებს. ეს  ყველაფერი მათ საგრძნობლად გაუადვილებთ საკითხის ფიზიკური შინაარსის გაგებას და პრაქტიკაში სწორად ინტერპრეტაციას.

კურსი სრულ შესაბამისობაშია სასკოლო სასწავლო პროცესთან და  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რაც მოსწავლეს დაეხმარება სასკოლო პროგრამის დაძლევასა და უკეთ ათვისებაში. პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ფიზიკა, დაანახოს კავშირი ყოფა ცხოვრებასთან და აღუძრას მზარდი ინტერესი მეცნიერების მიმართ.

აკადემიაში სწავლის პროცესი ემთხვევა სასკოლო სასწავლო პროცესს და გრძელდება 8 თვე. გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ და თითოეული 90 წუთს გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს ტარდება შემაჯამებელი წერა, რაც მშობელს ეფექტური მონიტორინგის საშუალებას აძლევს და მოსწავლისთვის თვითგანვითარებისა  და თვითშეფასების ინდიკატორია. 

 

VII კლასი -  კურსში შეისწავლება:

  • ფიზიკური სიდიდეები და მათი გაზომვა;
  • ნივთიერების აგებულება და მათი ფიზიკური თვისებები;
  • მექანიკური მოძრაობა;
  • სხეულთა ურთიერთქმედება;
  • წნევა.

 

VIII კლასი -  კურსში შეისწავლება:

  • მექანიკური მუშაობა, სიმძლავრე, ენერგია;
  • მარტივი მექანიზმები;
  • სითბური მოვლენები;
  • ელექტრული და მაგნიტური მოვლენები.

 

IX კლასი -  კურსში შეისწავლება:

  • მექანიკური მოძრაობა;
  • ნიუტონის კანონები, იმპულსი;
  • ბუნების ძალები;
  • სხეულთა მოძრაობის აღწერა დინამიკის კანონებით;
  • მუშაობა და ენერგია;
  • სინათლის მოვლენები.

 

X კლასი -  კურსში შეისწავლება:

  • ელექტრული მუხტი;
  • ელექტრული ველი;
  • ელექტრული დენი, ელ.დენი სხვადასხვა გარემოში;
  • მაგნიტური ველი;
  • ელექრომაგნიტური ინდუქცია.

 

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:

სწავლის ყოველთვიური საფასური შაბათი/კვირა: 100 ლარი

 

  • შაბათი/კვირა - 10:00-11:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 12:00-13:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 14:00-15:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-17:30 სთ

 

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ  რეგისტრაცია . რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;