X

Adobe Photoshop და Adobe Illustrator შემსწავლელი კურსი

14 წლიდან ზევით

იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, რომელიც განკუთვნილია 14 წლის ასაკიდან ნებისმიერი მსურველისთვის.

კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან გრაფიკული დიზაინის პრინციპებს, Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს.

გაკვეთილები არის პრაქტიკული ხასიათის, რაც გულისხმობს ყოველი ახალი თემის ახსნისთანავე მის პრაქტიკაში გადატანას.

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, სტუდენტები გაეცნობიან გრაფიკული დიზაინის პრინციპებსა და წესებს, შეისწავლიან პროგრამებს Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს, რათა დამოუკიდებლად გააცოცხლონ თავიანთი იდეები და დაეუფლონ დღესდღეობით ერთ-ერთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.


კურსში შეისწავლება:
  • რა არის გრაფიკული დიზაინი;
  • საბეჭდი და WEB ფორმატები;
  • შვედური სტილი;
  • Material design;
  • დაზიანებული ფოტოს აღდგენა და გაფერადება;
  • Glitch effect;
  • ილუსტრაციების შექმნა AI-ში;
  • 3D AI-ში;
  • როგორ უნდა გავუგზავნოთ დამკვეთს დაკვეთა;


კურსის ბოლოს მსმენელს შეეძლება::
  • ივენთის ბანერის აწყობა ბრიფის მიხედვით;
  • სასურველი ფოტოს დამუშავება;
  • წიგნის მოქაფისთვის ყდის მომზადება და მოქაფში ჩასმა;

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 2 გაკვეთილი, რომელიც გრძელდება 2 საათი;

სწავლის ყოველთვიური საფასურია: 300 ლარი

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;