×

მათემატიკა და ლოგიკა

III-V კლასი

კურსი გათვლილია III-IV-V კლასის მოსწავლეთათვის, რომელთაც სურთ გაიმჯობესონ ლოგიკური აზროვნების უნარი და მათემატიკური აზროვნება. ბავშვები ისწავლიან თუ როგორ უნდა გადაჭრან სხვადასხვა სირთულის არასტანდარტული მათემატიკური და ლოგიკური ამოცანები. კურსი კომბინირებულია პროგრამული და არაპროგრამული თემებით, საოლიმპიადო ამოცანებით.
კურსის მიზანი:
  • მათემატიკისა და ლოგიკის წრე ბავშვებს დაეხმარებათ ისწავლონ მათემატიკური აზროვნების წესი, რომელიც მათ მიცემს შესაძლებლობას ქონდეთ კარგი ბაზა ტექნიკურ საგნებში როგორიცაა მათემატიკა,ფიზიკა, პროგრამირება;
  • წრეზე მოსწავლეები პროგრამულ დავალებებთან ერთად გააკეთებენ სკოლის პროგრამისგან განსხვავებულ არასტანდარტულ პრობლემებს, რომელიც ცალსახად ხელს შეუწყობს მათი ლოგიკის და კრეატიულობის განვითარებას;
  • სწავლება მოიცავს ჯგუფურ შეჯიბრებათობაზე დაფუძნებულ აქტოვობებს, რაც მათთვის ძალიან სახალისოა და ხელს შეუწყობს ბავშვებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას;
  • მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მუდმივად გავიდნენ სხვადასხვა ოლიმპიადებზე, სადაც კარგი შედეგის შემთხვევაში მიიღებენ სხვადასხვა საჩუქრებს;

დაგროვილი გმოცდილება გვაჩვენებს რომ ანალოგიური მათემატიკური წრეებზე გამზრდილ ბავშვებს შემდგომ კლასებში არ უჭირთ ახალი მასალის დამუშავბა და გააზრება, ისინი ბევრად უფრო სწრაფად აკეთებენ ამას ვიდრე სხვა ბავშვები.

მოსწვლეებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ სარეიტინგო წერები, მათი მიღწევების ინდივიდუალუად შეფასებისთვის. წერები ბავშვებს დაეხმარება შეიძინონ გამოცდილება გამოცდების წერაში, სამომავლოდ ეს მათ გაუმარტივებთ გამოცდისწინა კომპლექსების დაძლევას. ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამაჯვებული მოსწავლეების აბსოლუტურ უმრავლესობას ბავშობაში გავლილი აქვთ მათემატიკის ანალოგიური კურსი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ.

სასწავლო პროგრამის პირველი დონის ხანგრძლივობაა 8 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 1 გაკვეთილი, რომელიც გრძელდება 2,5 – 3 საათი;

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:
  • შაბათი/კვირა - 10:00-13:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 13:00-16:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-19:00 სთ

სწავლის ყოველთვიური საფასურია: 80 ლარი

კურსის სრული ღირებულებაა 640 ლარი; (მოქმედებს ეტაპობრივი გადახდა)

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;