×

Adobe Premiere Pro შემსწავლელი კურსი

VII - XII კლასი

იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს ვიდეო მონტაჟის მიმართულებით, რომელიც განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეთათვის.

კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან მონტაჟის პრინციპებს და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს.

გაკვეთილები არის პრაქტიკული ხასიათის, რაც გულისხმობს ყოველი ახალი თემის ახსნისთანავე მის პრაქტიკაში გადატანას.

პრაქტიკული სწავლება ამარტივებს საკითხის გაგებას და ამცირებს მის შესასრულებლად საჭირო ოპერაციების დამახსოვრების დროს.

მოსწავლეები კურსის ფარგლებში მიიღებენ ვიდეოს დამონტაჟებისთვის საჭირო თეორიულ, ტექნიკურ ცოდნასა და გამოცდილებას.

სასწავლო კურსი გრძელდება 8 თვე. ყოველი თვის ბოლოს ტარდება შემაჯამებელი გაკვეთილი, რაც მშობელს ეფექტური მონიტორინგის საშუალებას აძლევს და მოსწავლისთვის თვითგანვითარებისა და თვითშეფასების ინდიკატორია.

კურსში შეისწავლება:
  • მონტაჟის პრინციპები;
  • სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro;

დეტალურად:
  • ვიდეოს დამონტაჟება;
  • რენდერი;
  • სხვადასხვა ობიექტების/ტექსტის ანიმირება;
  • მონტაჟისას გასათვალისწინებელი აუცილებელი წესები;
  • ხმაზე მუშაობა;
  • ფერის კორექცია;
  • მულტიკამერა (რამდენიმე კამერით გადაღებულ მასალაზე მუშაობა);

კურსის ბოლოს მსმენელს შეეძლება::
  • მოამზადოს ვიდეოები სატელევიზიო გადაცემებისთვის ან ისეთი პლატფორმისთვის, როგორიცაა მაგალითად YouTube, Vimeo, Facebook და სხვა;
  • დაამონტაჟოს ნებისმიერი სირთულის ვიდეო;
  • თავისუფლად იმუშაოს სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere-ში;

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 8 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 1 გაკვეთილი, რომელიც გრძელდება 2 საათი;

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:
  • შაბათი/კვირა - 10:00-12:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 12:00-14:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 14:00-16:00 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-18:00 სთ

სწავლის ყოველთვიური საფასურია: 125 ლარი

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;