რობოტიკის და ელექტრონიკის გამოფენა

მათ უკვე შექმნეს !

ჩვენი სკოლა

გამოფენა ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში, კოსტავას 77ა.

10:00 - 18:00

გამოფენა იწყება 10:00 საათზე და სრულდება 18:00 საათზე.

(+995) 598216770

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

ბანერი

ინფორმაციის გავრცელებისთვის გთხოვთ ჩამოტვირთეთ ბანერი.

საქართველოს უნივერსიტეტის ლიმესის რობოტიკისა და ელექტრონიკის საშაბათო-საკვირაო სკოლის ორგანიზებით 6-7 ივნისს საქართველოში პირველად ტარდება რობოტიკისა და ელექტრონიკის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უამრავი საინტერესო რობოტები, ელექტრონიკის პროექტები და ბევრი სხვა ავტომატიზირებული სისტემები. წარმოდგენილი პროექტები იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის სკოლის მოსწავლეების გაკეთებულია და გამოფენაზე სწორედ მოსწავლეები წარმოგიდგენენ თავიან პროექტებს. ასევე, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ახალგზრდა გამომგონებლები და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჩაშენებული სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელები და სტუდენტები თავიანთი ძალიან საინტერესო პროექტებით.

ორგანიზატორები

საქართველოს უნივერსიტეტის ლიმესის რობოტიკისა და ელექტრონიკის საშაბათო-საკვირაო სკოლა.

პროგრამა

6 ივნისს 10:00 საათზე გაიხსნება საქართველოში პირველი რობოტიკისა და ელექტრონიკის გამოფენა. 7 ივნისს 10:00 საათზე გამოფენის მეორე დღის გახსნა, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის ლიმესის რობოტიკისა და ელექტრონიკის საშაბათო-საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია, 18:00 გამოფენის დახურვა.

გალერეა

მათ უკვე შექმნეს !

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი