რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი

ვერის პარკი

რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი

UG-LIMES არის ერთადერთი რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემია საქართველოში, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ შეიმეცნონ – რობოტექნიკა, ელექტრონიკა Hardware და Software პროგრამირება,ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა.
UG-LIMES summer camp – არის უფასო ღონისძიება, რომელიც გულისხმობს ქალაქის სხვადასხვა ადგილას “რობოტექნიკის ბანაკების” მოწყობას, სადაც მოეწყობა გამოფენა და სხვადასხვა კონკურსები ყველა ასაკის ბავშვებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, უპირველესად სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. UG-LIMES აკადემიის პედაგოგები და მოსწავლეები წარმოგიდგენენ მათ მიერ შექმნილ სქემებს, რობოტებს, მართვად სისტემებს, ანდროიდ აპლიკაციებს.
შესაძლებელი იქნება სახის მოხატვა სხვადასხვა რობოტის გამოსახულებებით.

ასევე,
ჩატარდება რობოტების ბრძოლა – LIMBOT , რომელში მონაწილეობაც შეეძლება ყველას.
მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვადასხვა სქემის სწორად და სწრაფად აწყობაში.
მოეწყობა შემეცნებითი ტური და მასტერკლასები.
ღონისძიება გაიმართება 19 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით, ყოველ დღე 17:00-დან 21:00 საათამდე,
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე:
(+995)574370044
(+995)598216770

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი