შეიმეცნე რობოტიკა 3-4 კლასი

უნიკალური სასწავლო პროგრამა შეიქმნა 2016 წელს

შეიმეცნე რობოტიკა 3-4 კლასი

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – „ შეიმეცნე რობოტიკა“, რომელიც განკუთვნილია  ნებისმიერი სკოლის 3-4 კლასის მოსწავლისათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს III-IV კლასის მოსწავლეებს შეაყვაროს რობოტექნიკა, ელექტონიკა, პროგრამირება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. სასწავლო პროგრამა აგებულია ისე, რომ არცერთ მოსწავლეს არ უჭირს მისი ათვისება. თითოეული გაკვეთილი ეფუძნება პრაქტიკულ, ხელით მუშაობას.

სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ეხებიან განსხვავებული შინაარსისა და სირთულის დავალებებს;  თითოეული მოსწავლე თავისი ხელით აწყობს პროექტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე ეწოდება ინფორმაცია ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და სხვა მეცნიერებების შესახებ. ისინი წყვეტენ სხვადასხვა პრაქტიკულ და ლოგიკურ პრობლემებს, რაც ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნების განვითარებაში ეხმარება.

თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომპონენტით და  სასწავლო მასალით. გაკვეთილის ხანგძლივობაა 90 წუთიდან –  120 წუთამდე, კვირაში ერთი დღე.  კვლევებმა აჩვენა, რომ  გაკვეთილების ეს ინტენსივობა ბავშვს არ აძლევს რომელიმე ერთ მიმართულებაზე კონცეტრირების საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია მისი ინოვაციური და მრავალმხრივი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად.

ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს იპოვონ გზა, რომ შექმნან უკეთესი მომავალი. იუჯი-ლიმესი გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა ჩვენმა შვილებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება ინოვაციური სწავლების გზით !

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი. სასწავლო პროგრამის ყოველთვიური (4 გაკვეთილის) საფასურია 100 ლარი. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 574 370 044; (+995) 598 216 770;

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი