რობოტიკა-ელექტრონიკა 5-6 კლასი

შექმენი შენი ხელით !

რობოტიკა-ელექტრონიკა 5-6 კლასი

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – „რობოტიკა-ელექტრონიკას“, რომელიც არ არის დამყარებული სასკოლო სასწავლო პროგრამებზე, ამიტომ ის განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს 5-6 კლასის მოსწავლეებს შეაყვაროს ელექტრონიკა, რობოტექნიკა, პროგრამირება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. სასწავლო პროგრამა აგებულია ისე რომ არცერთ მოსწავლეს არ უჭირს მისი ათვისება. თითოეული გაკვეთილი ეფუძნება პრაქტიკულ, ხელით მუშაობას.

სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ეუფლებიან ელექტრული კომპონენტების მუშაობის ზოგად პრინციპებს, თითოეული მოსწავლე თავისი ხელით აწყობს პროექტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, მათთვის გასაგებ ენაზე ეწოდებათ ინფორმაცია ფიზიკის, ინჟინერიის და სხვა მეცნიერებების შესახებ.

თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომპონენტით და ყველა სხვა სასწავლო მასალით. გაკვეთლი საათნახევრიდან ორ საათს გრძელდება და კვირაში ერთი დღე ტარდება. მოსწავლეს, გაკვეთილების ეს ინტენსივობა რომელიმე ერთ მიმართულებაზე კონცეტრირების საშუალებას არ აძლევს, რაც მნიშვნელოვანია მისი ინოვაციური და მრავალმხრივი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად.

ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს იპოვონ გზა რომ შექმნან. იუჯი-ლიმესი გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა ჩვენმა შვილებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება ინოვაციური სწავლების გზით !

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი. სასწავლო პროგრამის ყოველთვიური (4 გაკვეთილის) საფასურია 80 ლარი. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 574 370 044; (+995) 598 216 770;

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი