შეიმეცნე ელექტრონიკა

შექმენი შენი ხელით...

შეიმეცნე ელექტრონიკა 7-12 კლასი

 

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – „შეიმეცნე ელექტრონიკას“, რომელიც არ არის დამყარებული სასკოლო სასწავლო პროგრამებზე, ამიტომ ის განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის 7-12 კლასის მოსწავლისათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ფიზიკა, ელექტრონიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა, რობოტექნიკა და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. შედეგად ისინი თავად შექმნიან ჯგუფებს, რომელთან ერთადაც ისინი თავისი პროექტებისა თუ იდეების განვითარებას დაიწყებენ. სწორედ ასე შეიქმნა პირველი კომპიუტერები და უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები.

პროგრამამ ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემიად მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11  და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 2  საათს გრძელდება. გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. თითო ჯგუფში 14-16 მოსწავლემდეა და 3 მასწავლებელი, რაც ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა. ყველა ჯგუფს უსასყიდლოდ გადაეცემა სპეციალური სახელმძღვანელოები (რომლებიც ლიმესის ჯგუფის მიერ არის შედგენილი). ხოლო, რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, იგი მრავლის მომცველი და შემოქმედებითია. მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ელექტრულ სქემებს, კონსტრუქტორებს, რობოტებსა და ავტომატიზირებულ სისტემებს. ამასთან ერთად მოსწავლეები ითვისიბენ ფიზიკის ელექტროობის ნაწილს პრაქტიკაზე და ლაბორატორიაზე ორიენტირებული მეთოდებით. საგაკვეთილო პროცესის დროს გამოყენებული ნებისმიერი ელექტრული კომპონენტისა, თუ სასწავლო რესურსის ღირებულება შედის სწავლის საფასურში და არ განისაზღვრება ცალკე გადასახადით.

ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს იპოვონ გზა რომ შექმნან. იუჯი-ლიმესი გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა ჩვენმა შვილებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება ინოვაციური სწავლების გზით !

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი. სასწავლო პროგრამის ყოველთვიური (4 გაკვეთილის) საფასურია 80 ლარი. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 574 370 044; (+995) 598 216 770;

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი