ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა X საერთაშორისო ოლიმპიადა

IYIPO

IYIPO ოლიმპიადის გამარჯვებული იუჯი-ლიმესელია

2016 წლის 19 მარტს საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  X საერთაშორისო ოლიმპიადის IYIPO რესპუბლიკური ტური, სადაც I ადგილი აიღო იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის და ელექტრონიკის აკადემიის მოსწავლეებმა: დემეტრე და გიორგი კაჭკაჭიშვილებმა.

 

ACS

მათი გამოგონება ACS , წარმოადგენს სისტემას რომელიც აფიქსირებს გაზის, მტვერის, ორთქლის და ტემპერატურის დონეს. თუ მდგომარეობა ცდება ნორმალურ პირობებს მაშინ ავტომატურად ირთვება შესაბამისი გამწოვი და გამწმენდი სიტემები და ტელეფონზე მიდის შეტყობინება თუ რა მდგომარეობაა მოცემულ ადგილას. აღნიშნული სისტემა გამოყენებული შეიძლება იქნას საცხოვრებელ სახლში, საწყობში და ყველა სხვა ადგილას სადაც მნიშვნელოვანია მდგომარეობის კონტროლი.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი