FAQ

ხშირად დასმული კითხვები

   რას ვისწავლი იუჯი-ლიმესის აკადემიაში?:   ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც არ არის დამყარებული სასკოლო სასწავლო პროგრამებზე, ამიტომ ის განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. შედეგად ისინი თავად შექმნიან ჯგუფებს, რომელთან ერთადაც ისინი თავისი პროექტებისა თუ იდეების განვითარებას დაიწყებენ. სწორედ ასე შეიქმნა პირველი კომპიუტერები და უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები. ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს იპოვონ გზა რომ შექმნან. იუჯი-ლიმესი გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა შემდგომ ჩვენმა შვილებმა შექმნან საკუთარი წარმატებული მომავალი! პროგრამამ ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემიად 1-12 კლასის მოსწავლეებისათვის, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. თითო ჯგუფში 14-16 მოსწავლემდეა და 2-3 მასწავლებელი, რაც ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა. ყველა ჯგუფს უსასყიდლოდ გადაეცემა სპეციალური სახელმძღვანელოები (რომლებიც ლიმესის ჯგუფის მიერ არის შედგენილი). ხოლო, რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, იგი მრავლის მომცველი და შემოქმედებითია. მოსწავლეები აწყობენ სხვადასხვა ელექტრულ სქემებს, კონსტრუქტორებს, რობოტებსა და ავტომატიზირებულ სისტემებს. ამასთან ერთად მოსწავლეები ითვისიბენ ფიზიკის ელექტროობის ნაწილს პრაქტიკაზე და ლაბორატორიაზე ორიენტირებული მეთიდებით, რაც საუკეთესი შედეგს იძლევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს გამოყენებული ნებისმიერი ელექტრული კომპონენტისა, თუ სასწავლო რესურსის ღირებულება შედის სწავლის საფასურში და არ განისაზღვრება ცალკე გადასახადში.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავხდე იუჯი-ლიმესის მოსწავლე?

იმისათვის რომ გახდე იუჯი-ლიმესის მოსწავლე საჭიროა გაიარო მხოლოდ რეგისტრაცია.

რომელი კლასიდან მიმდინარეობს მოსწავლეთა მიღება?

იუჯი-ლიმესის რობოტოტექნიკის და ელექტრონიკის აკადემიაში მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს მე-1 კლასიდან.

რას სთავაზობს იუჯი-ლიმესი მოსწავლეებს?

იუჯი-ლიმესის რობოტოტექნიკის და ელექტრონიკის აკადემია იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ რობოტოტექნიკისა და ელექტრონიკის შესწავლა სთავაზობს უნიკალურ სასწავლო პროგრამებს, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება აქვს და სხვადასხვა ოლიმპიადებისთის მოსამზადებლად ჭირდებათ ლაბორატორია, იუჯი-ლიმესი სრულიად უფასოდ სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიას მათი იდეების განსახორციელებლად.

[contact-form-7 404 "Not Found"]

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი