UG-LIMES

ელექტრონიკა-პროგრამირება

ელექტრონიკა-პროგრამირება 18-35 წელი

სასწავლო პროგრამა გათვლილია 18-35 წლის სტუდენტებისთვისა და დამწყები სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ დაეუფლონ ცოდნას ელექტრონიკასა და მიკროკონტროლერების დაპროგრამებაში. პროგრამა იწყება ელექტრონიკის საფუძვლებისა და სრულდება მიკროკონტროლერის პროგრამირების შესწავლით.

სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი რომ მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მარტივად შეძლებს ელექტრული წრედებში, კომპონენტებისა და  ნებისმიერი მისთვის საჭირო მიკროკონტროლერში გარკვევასა და მის პროგრამირებას.

სასწავლო პროგრამა ორი მოდულისგან შედგება. პირველი მოდულის განმავლობაში სტუდენტები დაუფლებიან თეორიულ და პრაქტიკულ ცონდას ელექტრული წრედების, გამზომი ხელსაწყოების და ელექტრული კომპონენტების მიმართულებით. მეორე მოდულის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან AVR-ის ტიპის მიკროკონტროლერის დაპროგრამებას. შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ავტომატიზაციის სისტემების შექმნის მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა აგებულია ისე რომ, იგი სტუდენტს აძლევს უნივერსალურ საფუძველს შემდგომი თვითგანვითარებისა და თვითსწავლების მიმართულებით.

თითოეული მოდულის ხანგრძლივობა არის სამი თვე. თითოეული მოდულის ღირებულებაა 540 ლარი. 

სასწავლო პროცესი წარიმართება როგორც სამუშაო დღეებში (19:00 საათიდან), ასევე შაბათ-კვირას. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ღია კარის დღეზე, რომლის შესახებაც გეცნობებათ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი