აღმოაჩინე-STEAM-სამყარო

I-II კლასი

აღმოაჩინე-STEAM-სამყარო

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – აღმოაჩინე-STEAM-სამყარო, რომელიც განკუთვნილია  ნებისმიერი სკოლის I-II კლასის მოსწავლისათვის.

I-II კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია თვალსაჩინოებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით შეიმცენონ ელემენტარული ცნებები და შეიძინონ ის უნარები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთის.

რადგან ბავშვები ამ ასაკში განსაკუთრებით კარგად ითვისებენ ინფორმაციას ხედვის (დაკვირვების, დათვალიერების) და მოსმენის გზით, განათლების ექსპერტების აზრით, რეალური შედეგის მისაღებად STEAM (სტიმ) მეთოდი უკონკურენტოა.

STEAM არის განვითარების ხუთი მიმართულების მოკლე აბრევიატურა: 

  • Science – მეცნიერება
  • Technology – ტექნოლოგია
  • Engineering – ინჟნერია
  • Art – ხელოვნება
  • Mathematics – მათემატიკა 

სასწავლო პროგრამა სწორედ ამ მიმართულებებზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს რომ ბავშვი ხუთივე მიმართულებით ჰარმონიულად ვითარდება. განვითარების ეს მიდგომა საგაკვეთილო სტრუქტურაშია ასახული: ყოველი თვე გაყოფილია 4 ნაწილად. პირველი ნაწილი მოიცავს მეცნიერების კომპონენტს, მეორე ნაწილი ტექნოლოგიების, მესამე ნაწილი ინჟინერია-ხელოვნების, მეოთხე ნაწილი კი მათემატიკის კომპონენტს. 

სასწავლო პროგრამა აგებულია ისე, რომ არცერთ მოსწავლეს არ უჭირს მისი ათვისება. თითოეული გაკვეთილი ეფუძნება პრაქტიკულ, ხელით მუშაობას.

სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ეხებიან განსხვავებული შინაარსისა და სირთულის დავალებებს;  თითოეული მოსწავლე თავისი ხელით აწყობს, შლის, ხატავს, ითლის და ა.შ.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე ეწოდებათ თეორიული მასალა. ისინი წყვეტენ სხვადასხვა პრაქტიკულ და ლოგიკურ პრობლემებს, რაც ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნების ჩამოყალიბების საფუძველია.

თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომპონენტით და  სასწავლო მასალით. გაკვეთილის ხანგძლივობაა 90 წუთიდან –  120 წუთამდე, კვირაში ერთი დღე. კვლევებმა აჩვენა, რომ  გაკვეთილების ეს ინტენსივობა ბავშვს არ აძლევს რომელიმე ერთ მიმართულებაზე კონცეტრირების საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია მისი ინოვაციური და მრავალმხრივი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად.

 სასწავლო პროგრამის პირველი დონის ხანგრძლივობაა 8 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი. 

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს კვირის ყველა დღეს. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჯგუფის არჩევის შემთხვევაში, ყოველთვიური სწავლის საფასურია 80 ლარი, ხოლო შაბათ-კვირის ჯგუფების არჩევის შემთხვევაში ყოველთვიური სწავლის საფასურია 100 ლარი. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 598 216 770; (+995) 574 370 044;

P.S.ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს იპოვონ გზა, რომ შექმნან უკეთესი მომავალი. იუჯი-ლიმესი გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა ჩვენმა შვილებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება ინოვაციური სწავლების გზით !

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი