შეიმეცნე ფიზიკა

უნიკალური სასწავლო პროგრამა

შეიმეცნე ფიზიკა 8-10 კლასი

იუჯი-ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ სასწავლო პროგრამას-შეიმეცნე ფიზიკა, რომელიც განკუთვნილია მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ფიზიკა და გაუღვივოს მის მიმართ მზარდი ინტერესი.

   ფიზიკის პროგრამა შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ამიტომ მოსწავლეს არ უჭირს სკოლაში საკონტროლო თუ საგამოცდო  წერების დაძლევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული გაკვეთილი სიმულაციებსა და ლაბორატორიაზეა დაფუძნებული, რაც მოსწავლეებს საგრძნობლად უადვილებს სწავლას და სრული მობილიზებით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში.

     გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ  და თითოეული 90 წუთს გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს ტარდება შემაჯამებელი წერა, რაც მშობელს ეფექტური მონიტორინგის საშუალებას აძლევს. ჯგუფში 10-12 მოსწავლეა. სასწავლო პროცესი ემთხვევა სასკოლო სასწავლო პროცესს და გრძელდება 8 თვე, რომელიც იყოფა ორ სემესტრად: პირველი სემესტრი სრულდება დეკემბრის, ხოლო მეორე ივნისის ბოლოს. ყოველთვიური სწავლის საფასურია 80 ლარი.

   რეგისტრაციის გავლის შემდეგ აკადემიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ. ჯგუფების განრიგი დადგინდება, დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან ინდივიდუალური კონსულტაციის შედეგად. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 598 216 770.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი