შეიმეცნე პროგრამირება

5-9 კლასი

შეიმეცნე პროგრამირება

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – „შეიმეცნე პროგრამირება“, რომელიც არ არის დამყარებული სასკოლო სასწავლო პროგრამებზე, ამიტომ ის განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის 5-10 კლასის მოსწავლისათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ლოგიკური ამოცანები და მისი კომპიუტერულად ამოხსნის მეთოდები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი.

პროგრამამ ბევრი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 2 საათს გრძელდება. გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

შეიმეცნე პროგრამირება გაყოფილია ორ ასაკობრივ კატეგორიად: 5-6 კლასის მოსწავლეთა კატეგორია და 7-10 კლასის მოსწავლეთა კატეგორია. 5-6 კლასის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი დაფუძნებულია უნიკალურ და ინოვაციურ CodeMonkey – ის პლათფორმაზე. რაც გულისხმობს სხადასსხვა ტიპის ლოგიკური ამოცანების ამოხსნას. ეს კი მოსწავლეებს სასკოლო მათემატიკის უკეთ ათვისების საშუალებას აძლევს.

7-10 კლასის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.  C++ პროგრამირების ენის შესწავლა ხდება სხვადასხვა ტიპის მათემატიკური ამოცანების საფუძველზე.

ჯგუფში 10-12 მოსწავლეა და 2 მასწავლებელი, რაც ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა. რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესს, იგი მრავლის მომცველი და შემოქმედებითია. საგაკვეთილო პროცესის დროს გამოყენებული ნებისმიერი სასწავლო რესურსის ღირებულება შედის სწავლის საფასურში და არ განისაზღვრება ცალკე გადასახადით.

ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს იპოვონ გზა რომ შექმნან. იუჯი-ლიმესი გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა ჩვენმა შვილებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება ინოვაციური სწავლების გზით ! დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: info@uglimes.ge .

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი