შეიმეცნე ელექტრონიკა 5-6 კლასი

უნიკალური სასწავლო პროგრამა

შეიმეცნე ელექტრონიკა 5-6 კლასი

იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – „შეიმეცნე ელექტრონიკას“, რომელიც არ არის დამყარებული სასკოლო სასწავლო პროგრამებზე, ამიტომ ის განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს 5-6 კლასის მოსწავლეებს შეაყვაროს ელექტრონიკა, რობოტექნიკა, პროგრამირება, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. სასწავლო პროგრამა აგებულია ისე რომ არცერთ მოსწავლეს არ უჭირს მისი ათვისება. 

სასწავლო პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ეუფლებიან ელექტრული კომპონენტების მუშაობის ზოგად პრინციპებს, თითოეული მოსწავლე თავისი ხელით აწყობს პროექტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, მათთვის გასაგებ ენაზე ეწოდებათ ინფორმაცია ფიზიკის, ინჟინერიის და სხვა მეცნიერებების შესახებ. თითოეული გაკვეთილი ეფუძნება პრაქტიკულ, ხელით მუშაობას.განსხვავებით 1-4 კლასის პროგრამისგან, მოსწავლეები თეორიულ მასალებს ეუფლებიან ტერმინილოგიის დონეზე, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მოემზადონ ფიზიკის, მათემატიკისა და პროგრამირების სწავლისთვის, რომელიც როგორც აკადემიაში, ასევე სკოლებში ისწავლება 7 კლასიდან. 

თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომპონენტით და ყველა სხვა სასწავლო მასალით. გაკვეთლი საათნახევრიდან ორ საათს გრძელდება და კვირაში ერთი დღე ტარდება. მოსწავლეს, გაკვეთილების ეს ინტენსივობა რომელიმე ერთ მიმართულებაზე კონცეტრირების საშუალებას არ აძლევს, რაც მნიშვნელოვანია მისი ინოვაციური და მრავალმხრივი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად.

ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი მშობლების ვალია დაეხმაროს შვილებს იპოვონ გზა რომ შექმნან. იუჯი-ლიმესი გეხმარებათ ამ გზის პოვნაში, რათა ჩვენმა შვილებმა მიიღონ მაღალი დონის განათლება ინოვაციური სწავლების გზით !

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს კვირის ყველა დღეს. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჯგუფის არჩევის შემთხვევაში, ყოველთვიური სწავლის საფასურია 60 ლარი, ხოლო შაბათ-კვირის ჯგუფების არჩევის შემთხვევაში ყოველთვიური სწავლის საფასურია 80 ლარი. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 598 216 770; (+995) 574 370 044;

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი