ASIMO მოსწავლეების „დირიჟორი“

Advanced Step in Innovative Mobility

ASIMO-მოსწავლეების „დირიჟორი“

ASIMO (Advanced Step in Innovative Mobiliti) ჰუმანოიდი რობოტი შექმნა კომპანია ჰონდამ უნარ-შეზღუდული ადამიანების დახმარების მიზნით. ასიმოს პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია მოხდა 2000 წლის 21 ოქტომბერს და დღემდე მიმდინარეობს მუშაობა მის განვითარებაზე. დღესდღეობით ასიმო გამოიყენება მხოლოდ დემოსტრაციისთვის, რათა ახალგაზრდებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის და მათემატიკის სწავლის მოტივაცია მისცენ.

 

ჰონდამ ასიმოს პროექტზე მუშაობა 1980-იან წლებში დაიწყო და მიზანი იყო შეექმნათ ისეთი რობოტი, რომელიც ადამიანთან ინტერაქციას შეძლებდა და ამასთან გააუმჯობესებდა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას.

30 წელია უკვე ჰონდა ასიმოს პროექტზე მუშოაბს. მიუხედავად მრავალწლიანი მუშაობისა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს სრულყოფილი ვერსია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ასიმო ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ჰუმანოიდ რობოტადაა მიჩნეული. როგორც უკვე აღვნიშნე, ასიმო დღეს მხოლოდ დემოსტრაციებისთვის გამოიყენება და იგი განსაკუთრებით დიდ აღტაცებას მოსწავლეებში იწვევს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ასიმოში (ხელოვნურ ინტელექტში) ჩანს კაცობრიობის ტექნოლოგიური მიღწევები და ეს უკანასკნელი იწვევს მოსწავლეში შეგრძნებას „უკეთეს გავაკეთებ“, „უნდა ვისწავლო რომ ავაწყო“ და ა.შ..

მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესია ცოდნა მიიღოს თვალსაჩინოებაზე დაფუძნებული სწავლების გზით. სწორედ სწავლების ეს მეთოდი უვითარებს მოსწავლეს მოვლენის „განსხვავებულად“ აღქმის და აზროვნების უნარებს. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, UG-LIMES-ის მოსწავლეები. მოვლენის მიმართ მათი კრიტიკა, მიდგომა, ვარაუდი განსხვავებულია. მათ ყოველ გაკვეთილზე ეუფლებათ ის შეგრძნება, რაც შეიძლება დაეუფლოს ასიმოს დანახვის დროს, რადგან თითოეული მუშა სისტემა, რომელიც მათი ხელით არის აწყობილი მათთვის ისეთივე დონისაა, როგორიც ასიმო კაცობრიობისთვის. აი, რატომ შეიძლება ასიმოს მსგავს რობოტებს ვუწოდოთ მოსწავლეების „დირიჟორი“ რობოტიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკის, ფიზიკის და მათემატიკის სწავლის პროცესში.

 

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი