UG-LIMES

სწავლა დაიწყო

უპრეცედენტო რაოდენობის მოსწავლე

მოგესალმებით ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით სასწავლო პროცესის დაწყებას და თქვენი აზრით, რამ განაპირობა მოსწავლეთა ნაკადის ასეთი ზრდა?

მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა იუჯი-ლიმესელს, მათ მშობლებს და ინსტრუქტორებს ჩვენთან სასწავლო პროცესის დაწყება,რომელიც 3 ოქტომბერს დაიწყო, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მშობელს, რადგან მათ შეძლეს და აპოვნინეს თავიანთ შვილებს მომავლის შექმნის გზა. უშუალოდ თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, პასუხი მარტივია, მიზეზი მდგომარეობს ჩვენი სასწავლო პროგრამების უნიკალურობასა და ძალიან მაღალ ხარისხში. ჩვენ არც სატელევიზიო რეკლამებისთვის და არც სხვა რაიმე სახის მარკეტინგული კამპანიისთვის მიგვიმართავს, ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ მოსწავლეთა ასეთი რაოდენობა მხოლოდ ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. თითოეული დღე იუჯი-ლიმესის გუნდი ცდილობს დახვეწოს და უფრო მეტად ინოვაციური და საინტერესო გახადოს საგაკვეთილო პროცესი. ჩვენთვის უმთავრესია მოსწავლე, ამიტომ ვცდილობთ მოსწავლეს შევუქმნათ ისეთი გარემო, როგორშიც მას სურს ცოდნის მიღება. ამაზე მეტყველებს ჩვენი, მართლაც ძალიან მაღალი დონის, ტექნიკური ბაზა და  მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა ინსტრუქტორები. ასეთი, ინსტრუქტორების ესმის თითოეულ მოსწავლეს და მათთან ძალიან კარგ და მეგობრულ ურთიერთობებს იწყებენ, რაც გაკვეთილში სრული ჩართულობის და ცოდნის მიღების გარანტია.

როგორც ცნობილია თითოეული სასწავლო პროგრამა, რომლითაც თქვენ ასწავლით მოსწავლეებს არის უნიკალური და კომპანია ლიმესის გუნდის მიერ არის შექმნილი, ასევე ცნობილია ისიც რომ თქვენ ხართ პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი რობოტექნიკისა და ელექტრონიკის საშაბათო-საკვირაო სკოლა საქართველოში, რამდენად გააჩნია თქვენს სასწავლო პროგრამებს ანალოგი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ?

ჩვენს სასწავლო პროგრამებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ანალოგი ჯერ-ჯერობით არ გააჩნია. არსებობს განმავითარებელი სტუდიები, ლაბორატორიები მაგრამ ისინი სულ სხვა მიმართულებით მუშაობენ. ჩვენი აზრით ისინი უკვე მოძველებულია 21-საუკუნის ინოვაციურად მოაზროვნე ბავშვისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ სრულიად ახალი სასწავლო პროგრამების შექმნა. ჩვენი სასწავლო პროგრამები დაფუძნებულია პრინციპზე – შეეხე ელექტრულ კომპონენტს (რომელიც ასევე ჩვენი შექმნილია), რაც გულისხმობს იმას რომ, მოსწავლე კომპონენტების (შუქ-დიოდები, სადენები, ელემენტები და ა.შ.) გამოყენებით უშუალოდ თავისი ხელით აწყობს სხვადასხვა საინტერესო პროექტებს და პროცესში ეუფლება საკმაოდ ღრმა ცოდნას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

რომელი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა იუჯი-ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლაში?

ჩვენთან სწავლა ამ ეტაპზე შეუძლია 5-დან 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ შევქმენით უნიკალური სასწავლო პროგრამა-შექმენი არდუინოსთან ერთად, რომელიც გათვლილია სტუდენტებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის. აღსანიშნავია ისიც რომ ამ პროგრამაზეც უკვე ადგილები სრულად შევსებულია.

კიდევ როდის გექნებათ ახალი მიღება?

ჩვენთან მიღება მიმდინარეობს წელიწადში 4 ჯერ, ანუ ჯგუფები სწავლას იწყებენ ოქტომბრიდან, ნოემბრიდან, თებერვლიდან და მარტიდან. მაგრამ როგორც წესი ოქტომბრის და ნოემბრის მიღების შემდეგ თითქმის სრულად ივსება ჯგუფები. ამიტომ იანვარში იმ შემთხვევაში ცხადდება რეგისტრაცია, თუ შესაძლებელი იქნება ახალი ჯგუფების გახსნა.

 

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი