ლიმესი

შექმენი შენი ხელით...

კომპანია ლიმესი

კომპანია ლიმესი დაარსდა 2013 წელს. კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინოვაციური პროდუქტის/სერვისის განვითარება და შექმნა. ელექტრონიკის, ელექტრული ინჯინერიის, ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია და სხვა მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს.

თუმცა, იმისათვის რომ შეიქმნას მსოფლიო კლასის ინოვაციური პროდუქტი საჭიროა მაღალი დონის საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე ტექნოლოგები და ინჟინრები. ამისათვის კომპანიის გუნდმა დაიწყო სკოლის მოსწავლეებისთვის და სრულიად საქართველოსთვის ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ელექტრონიკისა და ელექტრული ინჟინერის ათვისებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, რათა შემდგომში მათ გზა გაეხსნათ თვითგანვითარებისა და ახალი პერსპექტივებისაკენ. ეს პროგრამები ასევე მიზნად ისახავენ მოსწავლეებს შეაყვარონ ეს დარგი და გაუღვივონ მის მიმართ მზარდი ინტერესი.

შედეგად ისინი თავად შექმნიან ჯგუფებს, რომელთან ერთადაც ისინი თავისი პროექტებისა თუ იდეების განვითარებას დაიწყებენ. სწორედ ასე შეიქმნა პირველი კომპიუტერები და უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები. შექმნა რაიმე შენი ხელით ყოველთვის იწვევს დიდ სიხარულს და ბედნიერებას, მაგრამ იპოვო გზა რომ შექმნა, არ არის მარტივი.

ჩვენ ვიპოვეთ ეს გზა, ახლა გვინდა დავეხმაროთ სხვას ამ გზის პოვნაში, რათა შემდგომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ მსოფლიო დონის ქართული ინოვაციური პროდუქტი.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია საქართველოში დავამკვიდროთ „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოვახდინოთ ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

კონტაქტი